saqarTvelos mRvimeebi - saTevziis mRvime
კარსტული მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელავერის (ხონის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 300 მ-ია. სათევზიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. ფსკერი მოფენილია ლოდნარით. წყალდიდობის დროს მღვიმიდან მძლავრი ნაკადი გამოედინება.